კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა მიკრორაიონების, ცოტნე დადიანის, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, გაბაშვილის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის, მარატ ნოზაძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანია I, II, IVბ მიკრორაიონების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, გაბაშვილის, რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კვიჭიძის, დგებუაძის, გვარამაძის, ბერიტაშვილის, ფანჯიკიძის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ემხვარის, თოფურიძის, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.