თანამედროვე ხელოვნების გალერეა "კუბი კონექტში" ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებს მასპინძლობს. გამოფენა სახელწოდებით "ქვეყანა რჩება," 11 ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს. მთავარი კონცეფციად სწორედ ეს თემა აირჩიეს - რა ხდება მაშინ, როცა ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ქვეყანას ტოვებენ, სამშობლო კი მათ გარეშე რჩება.
21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე მუშაობა, "კუბის ფოტოგრაფთა კლუბის" წევრებმა გადაწყვიტეს. ნამუშევრები, რომელიც პირველად გამოიფინა, დამთვალიერებელი 7 აგვისტოს ჩათვლით ნახავს.