26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის facebook - სტატუსს ეხმიანება, სადაც მსჯავრდადებული პრეზიდენტი წერს, რომ იგი ამაყობს ბათუმელებით და რომ ახლა შეტევის დროა.

ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილს უსამშობლო ვიგინდარას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ, ხალხს აწამებდნენ, თავად კი ოროთახიან პალატაშია და იმუქრება.

„მაშინ, როდესაც ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება. მიაბრძანეთ სადაც მისი ადგილია!!!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

დღის ამბები