26 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
ამ დღის წესრიგში ვინც იქნება, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, აქ რევოლუციის მოწყობა და ვინც ამას კატეგორიულად არ გაემიჯნება, ვერასდროს მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას - მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები იქნებიან, თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ საქართველოს საწინააღმდეგო პროცესებში მონაწილეობას არ შეწყვეტენ, საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა არ ექნებათ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩამოაყალიბებს პოლიტიკურ მოძრაობას, თუ ისინი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები იქნებიან, თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ იმ დღის წესრიგიდან ვერ გამოვიდნენ, რასაც ჰქვია საქართველოს საწინააღმდეგო პროცესებში მონაწილეობა, საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა არ ექნებათ, ეს არის მოცემულობა და ეს ხალხმა უთხრა ყველას.

რა ბარიერზეა საუბარი, ჩვენ კარგად ვიცით მათ შორის „ოცნების“ ყოფილი წევრების მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა, 2020 და 2021 წლის არჩევნებიდან გამომდინარე. 1%-მდეც ვერ აღწევდა და მით უმეტეს, იმის მერე ზოგი არ გამოჩნდა, ვინც გამოჩნდა, „ნაცმოძრაობას“ შეეკედლა.

ამ დღის წესრიგში ვინც იქნება, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, აქ რევოლუციის მოწყობა და ვინც ამას კატეგორიულად არ გაემიჯნება, ის ვერასდროს მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები