26 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
გემის შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ შევაფასოთ ისტერია, რომელსაც ხელოვნურად სტეხენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი მფარველები - შალვა პაპუაშვილი

„ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად,“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომელმაც ბრიფინგი დღის პირველ ნახევარში გამართა.

განცხადებებს გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ”მოლდოვაში აკრძალეს პარტია, რომელსაც იმის მეათედი დანაშაული არა აქვს თავის ქვეყნის წინაშე ჩადენილი, რაც ჩაიდინა სააკაშვილის ერთიანმა აგენტურულმა მოძრაობამ.”

„მასალები შეგროვებული არის, შეიძლება საჭირო გახდეს კიდევ უფრო მეტი მასალის შემოწმება. ეს იქნება საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, თუ რა ფარგლებში ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ეს არის საკითხი, რომელიც არის აუცილებლად გასაკეთებელი. მითუმეტეს, რომ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სტატუს მინიჭებული ქვეყნიდან - მოლდოვაში აკრძალეს პარტია, რომელსაც იმის მეათედი დანაშაული არა აქვს თავის ქვეყნის წინაშე ჩადენილი, რაც ჩაიდინა სააკაშვილის ერთიანმა აგენტურულმა მოძრაობამ, რომლებმაც გაყიდეს ქვეყანა, ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიის 20% მტერს, შემდეგ დააბრალეს ქართულ ჯარსა და საქართველოს სახელმწიფოს ომის დაწყებაც და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაც, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის დარღვევაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს და 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში იმისთვის, რომ სააკაშვილს თავისი სამარცხვინო ფორთხვა გორში გადაეფარა, როცა თავისი სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დატოვა, მას 3 ადამიანი დააჭერინა და დაახვრეტინა,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტი იქნება და პოლიტიკურ პარტიას ამ ასპარეზზე დაასრულებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ გუშინ ბათუმში გამართულ აქციაზე ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი იყო.

„რაც შეეხება „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში იგულისხმება ის დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს არიან ცალკე ორგანიზაციები და სინამდვილეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი.

ბათუმთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ძირითადად ეს გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მათ შორის აანონსებდნენ სტუდენტებს, და ვინ იყვნენ ეს სტუდენტები, ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები. სულ იყო 100-200 ადამიანი იმ აქციაზე, რაც თავისთავად არ განახორციელებს იმ განწყობას, რაც საზოგადოებაში არის. არანაირ ექსპანსიაზე აქ საუბარი არ არის.

ვფიქრობ, რომ გემის შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ შევაფასოთ ის ისტერია, რომელსაც ხელოვნურად სტეხენ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი მფარველები, რაც არის აბსოლუტური ისტერია ხელოვნურად შექმნილი. მთავარია, ვხედავთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნული, არის მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი და სოციალურ ქსელში ასევე აქტივისტების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები