სუსის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლის" მეოთხე სეზონი დაიწყო.
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო სასწავლებლიდან 22 სტუდენტი შეირჩა.
პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.