26 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
"ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი მოამზადა

"როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ" - "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი მოამზადა.

დოკუმენტში ასახულია ქვეყნის ხელისუფლების მიმდინარე წელს განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ანგარიშის მიხედვით, სრულად შესრულებულია ერთი პირობა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინება. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლების მიხედვით, გაუმჯობესებულია, ასევე ორი პუნქტი - მედიის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - ეს იმ პუნქტების ჩამონათვალია, რაც, დოკუმენტის მიხედვით, სრულად შესასრულებელია. მათივე შეფასებით, დანარჩენი 7 რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულია.

დღის ამბები