ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ხანძრების რისკების, უსაფრთხოების წესების და დადგენილი აკრძალვების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს უფროსის მოადგილემ ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევაზე არსებული სანქციების შესახებ ისაუბრა.
"ტყეში ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. 98%-ზე მეტ შემთხვევაში, ხანძარი სწორედ თითოეული ჩვენგანის გაუცნობიერებელ ან შეგნებულ ქმედებებს მოჰყვება ხოლმე, თუმცა, ამას ემატება კლიმატის ცვლილება.
კოცონი არ უნდა დავანთოთ ხის ქვეშ, განსაკუთრებით წიწვოვან ტყეში. კანონმდებლობით, წელს მსგავსი საქმიანობა აიკრძალა და სანქციებიც გამკაცრდა ზოგადად, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევაზე. ადმინისტრაციული ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდეა. თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 4 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.