26 ნოემბერი 2024,   08:13
ვრცლად
„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში, ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით, ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია - ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან.

„FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს, უბრალოდ არ ვიცი. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია. პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არა მარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ფარა-ს დოკუმენტებიდან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეორე, რაზეც ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა, ევროპარლამენტის რეზოლუციებია, რომლებიც, მისი თქმით, გარდა იმისა, რომ იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ფული.

„ჩვენ საუბარი გვქონდა ყოველთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, როდესაც ვაკრიტიკებდით ამ რეზოლუციებს, ამაზე ჰქონდათ შეფასება, თითქოს ეს იყო ევროპაზე თავდასხმა, ანტიდასავლური განცხადებები და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან, გარდა სხვა რაღაცეებისა, თურმე მდგარა ფულიც“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები