26 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა 350-კაციან პარლამენტში მიღებული 136 ადგილი, არ აძლევს გამარჯვებულს საშუალებას, მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბოს. 

სახალხო პარტია ახლა მოკავშირეებს ეძებს, თუმცა რამდენად გამოუვა მას სხვა პოლიტიკური ჯგუფების დარწმუნება ამ ეტაპზე უცნობია. მეორე ადგილზე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალა, სოციალისტ მუშათა პარტია გავიდა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში 122 ადგილი მოიპოვა. ესპანელი პოლიტიკური ექსპერტები პესიმისტურად არიან განწყობილები და აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ძალებს კოალიციის შექმნა არ გამოუვათ, ამიტომ არაა გამორიცხული წლის ბოლოს კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

დღის ამბები