26 ნოემბერი 2024,   08:13
ვრცლად
ზაზა გოგსაძე - ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში ზაზა გოგსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტის დროს იგეგმება ზაგრებში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გახსნა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში. ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს," - განაცხადა ზაზა გოგსაძემ.

დღის ამბები