26 ნოემბერი 2024,   08:13
ვრცლად
ჩხუბის შემდეგ ერთი ძმა პოლიციაში, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა - ინციდენტი რუსთავში

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლამდე ძმებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

რამდენიმე წლით უმცროსმა ძმამ უფროს ძმას სხვადასხვა ადგილზე დაზიანება მიაყენა რის შემდეგაც ნაცემი მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცველებისთვის. პოლიციამ ბრალდებული მამაკაცი ადგილზე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები