პლანეტა ჩუმი სიკვდილის პირისპირ- ევროპაში უპრეცენდენტოთ მწველი ზაფხულია, ვითარებას კი უკონტროლო ხანძრებთან ბრძოლა ართულებს.
ქვეყნები საგანგებო რეჟიმზე გადადიან. თუმცა პროგნოზი კიდევ უფრო საგანგაშოა- საბერძნეთსა და იტალიაში, რეკორდულად მაღალი სიცხის ფონზე ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მატებისთვის ემზადებიან.
საბერძნეთის ქუჩებში, წითელი ჯვრის თანამშრომლები 24 საათ რეჯიმში მუშაობენ. ყოველდღიურად, ადგილობრივებთან ერთად, პირველადი დახმარება ასობით ტურისტს სჭირდება.
ძლიერ სიცხეს ებრძვიან შეერთებულ შტატებშიც. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უკვე რამდენიმე კვირაა, ტემპერატურამ 43 გრადუსს გადააჭარბა.