26 ნოემბერი 2024,   08:13
ვრცლად
სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად თანამშრომლობის გათვალისწინებით გამოქვეყნდა კადრები, ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს - მამუკა მდინარაძე

პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო გამოქვეყნებული კადრები. ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თაობაზე აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ინციდენტის ამსახველი კადრები რომ არ გამოქვეყნებულიყო, მაშინ დაისმებოდა კითხვები, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას? მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა სააკაშვილთან დაკავშირებით ყალბი დასკვნის გაკეთებას ისახავდა მიზნად.

"პოლონური მხარე დისკუსიაში შემოვიდა, მაგრამ როცა ამ დისკუსიას მხარეები ჰყავს, ჰყავს მართალი მხარეც. სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო გამოქვეყნებული კადრები. ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს. განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც, რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა. შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო. ჩვენ გვექნებოდა ყალბი დასკვნა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. ამის შემდეგ ქართულ სახელმწიფოს არავინ გვაპატიებდა, რომ ეს კადრები არ გავასაჯაროვეთ. იკვეთება სამწუხარო რეალობა, რომ მთავარზე არ არის აქცენტი და გადატანილია სხვა მიმართულებით, რამდენად სწორი იყო ამის გამოქვეყნება. რამდენიმე დღეში იქნებოდა ყალბი დასკვნა და მთელ მსოფლიოს შესაღდებოდა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. თავად ექიმი ამაში ჩართული კი არა, შემოქმედი იყო, როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, ამაზე ვერავინ იკამათებს. ჩემი აზრია, რომ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ყალბი დასკვნა დაგვეწეოდა, რაზეც თავს ვეღარ ვიმართლებდით. თავად ფაქტი არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავდა გაყალბებას. სააკაშვილს მოწამვლის არანაირი ნიშანი არ აქვს და ამის გაყალბებას ცდილობდნენ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: ანა ბუავა

ამავე თემაზე
დღის ამბები