სახლები საცხოვრებლად უვარგისია - ლაგოდეხელები ახლა სეტყვას გადარჩენილი ნივთების გადარჩენას ცდილობენ. სტიქიამ კახეთს გვიან ღამით შეუტია, რა დროსაც ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახდა. ამის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვა წამოვიდა, რომელმაც ადგილობრივების ვენახები და ბაღები გაანადგურა.
სტიქიამ ზარალი მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტსაც, ადგილობრივების განცხადებით, განადგურებულია რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ვენახი, რომელიც უკვე სიმწიფეში იყო შესული.
სტიქიის ზონაში, ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, გუბერნატორი, მერი და ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრები მივიდნენ. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგები შეაფასეს. ზიანის დათვლა მალე დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში ლაგოდეხში მერიის შესაბამისი სამსახურები დაზარალებულებს ტერიტორიის გაწმენდაში ეხმარებოდნენ.
ამასთან, სტიქიის შედეგები, პირველადი ვითარება და სამოქმედო გეგმა განიხილეს დღეს კახეთში. სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
ზარალის დამთვლელმა კომისიამ სამოქმედო ჯგუფები უკვე დაკომპლექტდა. სპეციალური ბრიგადები ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობენ შედეგების შეჯამების შემდეგ, ზიანის დათვალა დაიწყება და დაზარალებულებს ინფრასტრუქტურის აღდგენაში მერია დაეხმარება.