88 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოცეკვავე, "მფრინავ ვეფხვად" წოდებული ომარ მხეიძე გარდაიცვალა. "მფრინავი ვეფხვი" მხეიძეს ქართული ცეკვისას ცნობილი ნახტომისთვის შეარქვეს, რომელიც შემდეგ ანსამბლმა სუხიშვილებმა საგასტროლო აფიშებზე გადაიტანა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართველმა მოცეკვავემ სცენაზე სუხიშვილებთან ერთად 30 წელი გაატარა და 90-მდე ქვეყნის მაყურებელი თავისი განუმეორებელი ქორეოგრაფიის გამო ფეხზე დააყენა.
აქტიური მოცეკვავიდან ომარ მხეიძე ქორეოგრაფად და არაერთი თაობის აღმზრდელად იქცა. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას მინიჭებული აქვს ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება. ქორეოგრაფიულ წრეებში ომარ მხეიძეს, ხშირად, ორი საუკუნის მოცეკვავესაც უწოდებენ, ფილარმონიასთან კი მისი ვარსკვლავია გახსნილი.
ქართული ცეკვის ლეგენდას უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის ეკლესიიდან ხუთშაბათს გააცილებენ.