26 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
სისულელეა იმაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე მსჯელობას გამორიცხავს. თუმცა, გუშინ მისი თანაგუნდელი თინა ბოკუჩავა მიესალმა საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძის განხილვას. 

დღეს უკვე ითქვა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობა უადგილოა, თუმცა გაიმეორეს ის, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის კოორდინირებულად იმოქმედებენ.

"სისულელეა იმაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ-მინისტრობაზე ან კანდიდატზე საუბარი. ყველა ასეთი თემა არის ყურით მოთრეული და ჭორი. რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციებს, ცხადია ეს დაწყებული გვაქვს და გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს. ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე, ბრძოლის გეგმების განსაზღვრას და თანამშრომლობას. მე შემიძლია დავადასტურო, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს და მისივე თქმით, მათი პარტია მზად არის ამ პასუხისმგებლობის ასაღებად:

"ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ კარგი იქნებოდა გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ასევე ვამბობთ, რომ ეს არ უნდა იყოს სუბიექტური აღქმებით და დარწმუნებული ვართ, რომ ობიექტურ კრიტერიუმებს ვიპოვით და ასე შევარჩევთ პრემიერობის კანდიდატს.

მთავარი არის, რომ კანდიდატს გამარჯვების ფორმულა ჰქონდეს. მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის. ოპოზიციის გაერთიანებას რაც შეეხება პარტიებში დიდი არჩევანი არ გვაქს, მაგრამ პარტიების მიღმა არის ბევრი ძალიან კარგი ადამიანი, ახალი თაობის ლიდერი და ამის გაერთიანებას ნამდვილად შემოგთავაზებთ," - აღნიშნავს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

 

დღის ამბები