26 ნოემბერი 2024,   08:13
ვრცლად
საქართველო თავსებადია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ახლა გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს არის ნატოს ხელმძღვანელობაზე - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო თავსებადია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უბრალოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს არის ალიანსის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული:

"აქ ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ თქვა, მარტო წვრთნები კი არ უნდა ჩატარებულიყო, დღეს როგორც არის უკრაინა, საქართველოც უკრაინასთან ერთად უნდა ყოფილიყოო. ანუ რასაც ჩვენ ვამბობთ, „ხალხის ძალა“, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებები, სწორედ ამას ამბობს ოპოზიცია. ეს რას ნიშნავს? სამწუხაროდ, დღეს უკრაინა რომ ომშია, ასე უნდა ვყოფილიყავით ჩვენც და მაშინ შეიძლება ეთქვათ, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაღაც შეღავათები გვექნება? თუმცა, სამწუხაროდ, არც უკრაინას აქვს რაიმე გარანტიები.

საქართველო თავსებადია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ახლა გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს არის ნატოს ხელმძღვანელობაზე და საქართველო ამ მხრივ, არის პირნათელი,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

NATO-ს სამიტი საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემაა. ოპოზიციას არ აქვს დიდი მოლოდინი ვილნიუსში მიმდინარე სამიტისგან.

ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ოპონენტები ხელისუფლებას და მის რიტორიკას, ბარიერად მიიჩნევენ.

"ქართულ ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ ქვეყანა იმსახურებს წევრობას და ამის საფუძველი არის ის რეფორმები რომელიც განხორციელდა.

დღის ამბები