ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას მიეწოდება ე.წ. კასეტური ჭურვები, რაც კონვენციით არის აკრძალული. სახელმწიფოების ნაწილი კონკრეტული კასეტური ჭურვის წარმოებასა და ექსპორტს ეწინააღმდეგება.
ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის.
„დიდ ბრიტანეთს ხელი აქვს მოწერილი კონვენციაზე, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას. ჩვენ გავაგრძელეთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ. იმედია ყველა ქვეყანას შეუძლია განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთის ბარბაროსული ქმედება მილიონობით ადამიანს ტანჯვას აყენებს. სწორია, რომ ჩვენ ერთობლივად უნდა აღვუდგეთ მას და მე მივემგზავრები NATO-ს სამიტზე მომავალ კვირას ვილნიუსში, სადაც განვიხილავთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა რიში სუნაკიმ.