26 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დიდ ძალისხმევასა და ინვესტიციებს, რაც საქართველოს მეტად განვითარებას ემსახურება - დევიდ ვიდანი

"ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დიდ ძალისხმევასა და ინვესტიციებს, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მეტად განვითარებას ემსახურება,"- ეს განცხადება "ელბით სისტემ საიკლონის" აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ვიდანმა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც მომავლისთვის ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას იძლევა.

"ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დიდ ძალისხმევასა და ინვესტიციებს, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მეტად განვითარებას ემსახურება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გამოწვევებით სავსე პერიოდში, გამოვიარეთ პანდემია, თუმცა ახლა აღდგენის პროცესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავლისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილები,"-აცხადებს დევიდ ვიდანი.

დღის ამბები