აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში სროლის დროს, 2 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტამდე, შემთხვევის ადგილზე წვეულება იმართებოდა. დაახლოებით 30-მდე გასროლა განხორციელდა.
ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის ან მოტივის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.