26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სხეულზე მიმაგრებული ძვირფასეულობა და ავტომანქანებში მოწყობილი სამალავები - სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად სამი მსგავსი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ორ შემთხვევაში საიუველირო ნაკეთობების შემოტანა ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით ხდებოდა, მესამე შემთხვევაში კი ბრალდებულს ძვირფასეულობა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. ამოღებული ნაკეთობების ჯამური ღირებულება 53 000 ლარს აღწევს.

დღის ამბები