ვახტანგ გომელაურს მისმა უნგრელმა კოლეგამ ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. მანამდე, ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა შედგა.
საუბარი შეეხო უწყებებს შორის თანამშრომლობასა და არსებული სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას. ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.