26 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე ფიზიკურ თავდასხმას და მოუწოდებს პროკურატურას, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა," - ნათქვამია აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები