26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
მადლობას ვუხდი "ვაგნერის" ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც სისხლი არ დაღვარეს - ვლადიმერ პუტინი

"მადლობას ვუხდი "ვაგნერის" ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც სისხლი არ დაღვარეს" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის განმარტებით, "ვაგნერის" დაჯგუფებაში დაქირავებულთა უმეტესობა "პატრიოტია", რომლებიც აჯანყების ორგანიზატორებმა გამოიყენეს.

ვიდეომიმართვაში პუტინი "ვაგნერის" მებრძოლთათვის გასცემს ნებართვას სურვილისამებრ გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, გადასახლდნენ ბელარუსში, ან უბრალოდ დაბრუნდნენ ოჯახებში.

პუტინს მიმართვაში არ უხსენებია "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამბოხს ხელმძღვანელობდა.

რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ "ვაგნერის" აჯანყება "ნებისმიერ შემთხვევაში" ჩახშობილი იქნებოდა.

ვლადიმერ პუტინი გუშინ რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრება.

"სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მცდელობა მარცხით დასრულდება.

ამბოხის ორგანიზატორებმა სახელმწიფოს და მათთან მყოფებს უღალატეს. შეიარაღებულ ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა.
ძმათამკვლელი ომი - უნდოდათ ჩვენს მტრებს: ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს უნდოდათ, რომ დაცემულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს.

"ვაგნერის" ჯგუფის მებრძოლებისა და მეთაურების უმრავლესობა რუსეთის პატრიოტები არიან, თავიანთი ხალხისა და სახელმწიფოსადმი თავდადებულები, რომლებმაც ეს ბრძოლის ველზე თავიანთი სიმამაცით დაამტკიცეს.

მადლობას ვუხდი "ვაგნერის" ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ - შეგიძლიათ გააფორმოთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნდეთ სახლში, ან გადახვიდეთ ბელარუსში, ჩემი დაპირება შესრულდება", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

 

დღის ამბები