26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა ნახოს თუ რამდენად მომზადებულია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, ისე რისკების გამოვლენის კუთხით - პაპუაშვილი დევიდ ო’სალივანის ვიზიტზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანის კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველო მაქსიმალურად მომზადებულია იმისთვის, რომ აღკვეთოს ყველანაირი შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო იქნას გამოყენებული.

პაპუაშვილის თქმით, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი, საქართველოს ტერიტორიაზე ეჭვის დონეზეც კი არ დაფიქსირებულა.

"მას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა ნახოს თუ რამდენად მომზადებულია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, ისე რისკების გამოვლენის კუთხით იმისთვის, რომ არ მისცეს შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიის გამოყენების და სანქციების გვერდს ავლის.

არცერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს. რაც შეეხება სანქციების რეჟიმს, ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩვენ არ ვუშვებთ იმას, ომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი, ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა.

უფრო მეტიც, დაახლოებით 1300-მდე საზღვრის კვეთა და გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან ან სანქცირებულ კომპანიასთან იყო დაკავშირებული ან ისეთი საგნები იყო წარმოდგენილი, რომელიც სანქციის ქვეშ იყო. სხვათა შორის, გამომგზავნები იყვნენ, მაშ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაშ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და იქ უნდა ვეძებოთ, სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში.

რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, რომ იყოს გადაზიდვის შუალედური წერტილი , რომლის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ის ვინც მოუწოდებს საქართველოს დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, რომ გარისკოს რუსეთთან ესკალაცია, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები