26 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნებს ჟურნალისტების თვალთვალის მიზნით მედია კანონის შემუშავება სურთ - Politico

ევროკავშირის ქვეყნებს ჟურნალისტების თვალთვალის მიზნით მედია კანონის შემუშავება სურთ - ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკო" წერს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მთავრობებს სურთ, რომ შეძლონ ჟურნალისტებზე ჯაშუშობა ეროვნული უსაფრთხოების სახელით, მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლები მათ მოუწოდებენ, რომ გაანადგურონ ნებისმიერი ჯაშუშური პროგრამები.

მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩების მოადგილეები საბჭოს სხდომაზე მწვანეს აუნთებენ ეროვნული უსაფრთხოების გამონაკლისს მედიის ახალ რეგულაციაში, რომლის თავდაპირველი მიზანი მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვა იყო.

მეთვალყურეობა შესაძლოა შეეხოს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი მაუწყებლები და ონლაინ პლატფორმები. მნიშვნელოვანია, რომ კანონის შემუშავებამდე მთავრობებს არ შეუძლიათ ჟურნალისტების წყაროების გამოსავლენად "დაკავება, სანქციები, ჩარევა, თვალთვალი ან ჩხრეკა."

დღის ამბები