UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი დღეს იხსენება. შეჯიბრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე კი თბილისში, დედა ენას ბაღში ჩემპიონატის თასის ოფიციალური ღონისძიება შედგა. ტურნირის მთავარმა სიმბოლომ, რომელმაც ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები - ბათუმი და ქუთაისი ადგილობრივი სპონსორის, "კოკა-კოლას" ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა, მოგზაურობა თბილისში დაასრულა.
UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთან ერთად ტარდება რუმინეთშიც და ის 8 ივლისს დასრულდება.
ავტორი: მაია გრიგოლია