26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და განწყობაც მისი უკეთესია - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჩხაიძის განმარტებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია და პარამეტრები სტაბილური.

"მდგომარეობა მისი არის სტაბილური. პარამეტრები, შესაბამისად, ეს იქნება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები, არის სტაბილური და ზოგადად მისი მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ამდენი ხნის მცდელობის შედეგი სახეზეა, მიუხედავად ჩვენს მიმართ დაუმსახურებული კრიტიკისა და თავდასხმებისა, და მაინც, ვხედავთ ეს დღეები, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და განწყობაც მისი უკეთესია.

კვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამკურნალო პროცესის, ამ კვების კუთხითაც ბევრად უფრო მეტად გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები ისე, როგორც სამკურნალო დაწესებულების რეკომენდაციები," - აცხადებს ჩხაიძე.

დღის ამბები