ნატო უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დადგება, რამდენიც დასჭირდება - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა.
ლოიდ ოსტინის თქმით, ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და თითოეული ქვეყნისთვის გზა გაწევრიანებისკენ განსხვავებული იქნება.
"ჩვენ უკრაინის ძალებს მნიშვნელოვანი წვრთნა და შთამბეჭდავი შესაძლებლობები მივეცით. მაგრამ ომი არაპროგნოზირებადია. უკრაინის ბრძოლა არ არის მარტივი. ჩვენი გზავნილი ნათელია: ვდგავართ უკრაინის გვერდით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას. თითოეულ ქვეყანას გაწევრიანებისკენ განსხვავებული გზა ექნება. მოკავშირეები და პარტნიორები აგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა უკრაინას მიაწოდონ ის, რაც სჭირდება წარმატებისა და ასევე შემდგომი გარანტიების უზრუნველყოფისთვის," - აცხადებს ოსტინი.