კახეთი სტიქიის შედეგებს ებრძვის. განადგურებულია მოსავალი, ჩაძირულია მანქანები, დატბორილია სახლები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები და ცენტრალურ გზებზე გადავიდა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა პრობლემები შექმნა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე. მძიმეა მდგომარეობაა სოფლებში - ძირკოკი, ჭანდარი, ახაშენი და ზიარი, სადაც განადგურდა ვენახები. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც. ზარალის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება.