26 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
გასულ ღამეს უკრაინის თითქმის ყველა ოლქში საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა ისმოდა

ბოლო ამბები უკრაინიდან - საჰაერო განგაში ამოქმედდა ღამით ქვეყნის თითქმის ყველა ოლქში, მათ შორის, ოდესაში. აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ კრივოი როგში; რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 7 დასახლება 19-ჯერ დაბომბეს. შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინის წინსვლა დამაჯერებელია. თუმცა, ანა მალიარმა ისიც დაამატა, რომ სამხედროები სამხრეთით სრულად დანაღმულ მინდვრებს აწყდებიან, რის გამოც წინსვლა რთულდება.

პენტაგონმა დღეს დაგეგმილი "რამშტეინის" შეხვედრის პრიორიტეტები დაასახელა, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავს.

ევროპარლამენტარები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობენ და მას ომის დანაშაულად აფასებენ. მათ ევროკავშირს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებისაკენ და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და რუსი ოლიგარქების გაყინული ფინანსური აქტივების უკრაინის აღდგენაზე გამოყენებისკენ მოუწოდეს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ოთხ სარადარო სისტემას შეიძენს, რომლის საერთო ღირებულება 150 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

დღის ამბები