აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს – იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვიქნებით და მივცემთ მათ თავიანთი სამუშაოს შესრულების უფლებას. პრეზიდენტი ძალიან, ძალიან მკაფიო იყო – იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია," – განაცხადა ჟან-პიერმა.
დონალდ ტრამპი მაიამის ფედერალურ სასამართლოში იმყოფება, სადაც მას ბრალს გააცნობენ. დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.