26 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე - ევროკავშირის ელჩი

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გააკეთა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, მანამდე კი არის დრო იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია განვმარტო პროცესი - ახლა ევროკომისია მუშაობს ე.წ. გაფართოების ანგარიშზე. ეს გაფართოების ანგარიში დაფუძნებულია ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის იმაზე, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით. თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე," - აცხადებს ელჩი.

დღის ამბები