შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რესტორან "რეტროს" ყოფილმა მენეჯერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.