26 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხები მთავარი პრიორიტეტია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხები მთავარი პრიორიტეტია- სწორედ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, კიშინიოვში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმზე.

სამიტი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში პირველად ჩატარდა. მოლდოვას დედაქალაქში შეკრებილმა 47-ი ქვეყნისა და ევროპული ორგანიზაციების პირველმა პირებმა, უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, ევროპის ენერგეტიკულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე იმსჯელეს.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაშიც, რომლის სახელწოდება "უსაფრთხოება" იყო.

ლიდერებმა, ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ პარტნიორებთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის გარდა, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

დისკუსიის შემდეგ, შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა, ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრიც.

დღის ამბები