26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ჯო ბაიდენი კოლორადოში, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა, – ინფორმაციას  „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

თეთრი სახლის პრესანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა.

დღის ამბები