26 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
გერმანია, რუსეთის ხუთი საკონსულოდან, ოთხს დახურავს

გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კრემლმა რუსეთში მომუშავე გერმანიის მთავრობის პერსონალის რაოდენობა შეამცირა. უწყებაში განაცხადეს, რომ ზომები ძალაში წლის ბოლოდან შევა და მომავალი წლიდან გერმანიაში მუშაობას გააგრძელებს ბერლინში განთავსებული ერთი საელჩო და ასევე ერთი საკონსულო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის გადაწყვეტილება არის არამეგობრული და კიდევ უფრო აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და გერმანული მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი პროვოკაციული გადაწყვეტილების წინააღმდეგ შესაბამის ზომებს რუსული მხარეც მიიღებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ შეზღუდვა იყო პასუხი გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების წინა გაძევებაზე.

გერმანიამ და რუსეთმა არაერთხელ გააძევეს ერთმანეთის დიპლომატები. თუმცა, სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში კრიზისი დაიწყო, რამაც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მასიური სანქციები გამოიწვია.

დღის ამბები