26 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: "ნაცმოძრაობას" დავალება აქვს, რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეოროს სიტყვა "რუსული" და "კლანი", რომ ქვეცნობიერში გაჯდეს და მიეწებოს საქართველოს, მის ხელისუფლებას

"ნაცმოძრაობას" დავალება აქვს, რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეოროს სიტყვა "რუსული", რომ ქვეცნობიერში გაჯდეს და მიეწებოს საქართველოს, მის ხელისუფლებას. ამ დავალებების რიგშია სიტყვა "კლანი". მათ მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებ ერთსა და იმავე სიტყვას, ადამიანს ასე ამახსოვრდება და სიმართლე სად არის, არავინ ფიქრობს - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა სწორად ფიქრობს და აანალიზებს, ამიტომ არის, რომ დავალებული მესიჯბოქსი "რუსულთან" და "კლანთან" დაკავშირებით, მათი გეგმების მიღმა რჩება.

"ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსი არის ის, რომ მათ აქვთ რამდენიმე სიტყვა, რომელსაც იღებენ დავალების სახით და ვალდებულნი არიან გაიმეორონ ეს ყველაფერი თუთიყუშებივით. ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება მეორე-მესამე ადგილას იყოს ხშირად გამეორების ვალდებულების თვალსაზრისით, არის სიტყვა "კლანი". ისინი ებრძვიან ხელისუფლებას, ქვეყანას და ძალიან ბევრჯერ უნდა გაიმეორონ სიტყვა "რუსული", ეს დავალება აქვთ. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მათი ყველაზე საყვარელი სიტყვა "რუსულის" გამეორებაზე უნდა გაახსენდეს, რომ ეს არის დავალება, რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეოროს "ნაცმა" სიტყვა "რუსული", რომ რამენაირად ქვეცნობიერში გაჯდეს ეს სიტყვა და მიეწებოს საქართველოს, მის ხელისუფლებას. ამ დავალებების რიგშია სიტყვა "კლანი".

სასამართლოს ახსენებენ თუ არა, მათ აქვთ დავალება, გაიმეორონ სიტყვა „კლანი“. მათ მიაჩნიათ, რომ თანამედროვე პიარის მიხედვით, რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებ ერთსა და იმავე სიტყვას, არგუმენტები არ არის საჭირო, ადამიანს ასე ამახსოვრდება - "რუსული ხელისუფლება" ამახსოვრდება, "სასამართლოში კლანი" ამახსოვრდება და სიმართლე სად არის, არავინ ფიქრობს.

სიმართლე სადაც არის, იქ რომ არ იყოს საზოგადოება და ამას არ უღრმავდებოდეს, ისინი დღეს ხელისუფლებაში იქნებოდნენ და ეს ქვეყანაც ომში იქნებოდა ჩართული, მაგრამ საბედნიეროდ, ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა სწორად ფიქრობს და აანალიზებს, ამიტომ არის, რომ ისინი ვერ გვერევიან, ამიტომ არის, რომ მათი ეს დავალებული მესიჯბოქსი "რუსულთან", "კლანთან" დაკავშირებით, მათი გეგმების მიღმა რჩება და ეს არის ძალიან კარგი, პირველ რიგში ქვეყნისთვის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები