26 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურა. 85 მილიონიანი ქვეყანა პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს.

საბოლოო შედეგებს თურქეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მოგვიანებით გამოქვეყნებს, თუმცა თურქულ მედიაში ვრცელდება არჩვენების წინასწარი შედეგები.

ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიციური კანდიდატია.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება 64 მილიონზე მეტ ამომრჩეველს ჰქონდა და უნდა აღინიშროს ისიც, რომ პირველ ტურში უპრეცენდენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

2 კვირის წინ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, ერდოღანის პარტიამ პარლამენტში მაშინ უმრავლესობა მოიპოვა. 

დღის ამბები