26 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წელი, ვისთვის რა არის თავისუფლება - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებიდან

საქართველო მილოცვებს იღებს - 105 წელი გავიდა იმ პირველი 26 მაისიდან, როდესაც ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. "თავისუფლების სიყვარულით" - ქვეყანა წელს ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდა. მოვლენათა ეპიცენტრი თბილისი და თავისუფლების მოედანი იყო. ტრადიციულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად დადეს ფიცი რეკრუტებმაც.

ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა, ამიტომაც საქართველოში თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობს ყველა – დიდი მწერლებიც, უბრალო მოქალაქეებიც და ბავშვებიც. დიდიც და პატარაც თანხმდება, რომ თავისუფლება ყველაზე ღირებული მონაპოვარია, რაც ადამიანებს გაგვაჩნია.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

 

დღის ამბები