26 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ავღანეთსა და ირანს შორისვითარება დაიძაბა - თალიბანმა ირანისა და ავღანეთის საზღვარზე ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები

ვითარება დაიძაბა ავღანეთსა და ირანს შორის - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თალიბანმა ირანის სისტანისა და ბელუ-ჩესტანის პროვინციისა და ავღანეთის პროვინციის ნიმროზის საზღვარზე ცეცხლი გახსნა. შეტაკებების შედეგად ირან-ავღანეთის საზღვარზე 3 ადამიანია დაღუპული. გარდაცვლილებს შორის ერთი თალიბანის მებრძოლი და ორი ირანელი მესაზღვრეა. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც.

უცნობია რამ გამოიწვია ინციდენტის პროვოცირება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკება ორ ქვეყანას შორის წყლის უფლებებთან დაკავშირებით დაძაბულობის ფონზე მოხდა.

ირანი ავღანეთს 1973 წლის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც, ავღანეთს აღებული აქვს ვალდებულება მდინარე "ჰელმანდიდან" წლიურად ირანს 820 მილიონი კუბური მეტრი რაოდენობის წყალი მიაწოდოს. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები