26 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში - ილია დარჩიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, ქართულმა მხარემ ფრენების აღდგენის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო ცალმხრივი და არანაირ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.

"საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში, შესაბამისად ის გადაწყვეტილება, განცხადება და პოზიცია, რომელიც საქართველოს მხრიდან იქნა გაჟღერებული ეს არის მოცემულობა," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

დღის ამბები