26 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში პირველად ვართ მეორე ტურის მომსწრენი - ერდოღანი

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა. თურქეთს მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი სტამბოლში გააკეთა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში პირველად გახდნენ მეორე ტურის მომსწრე. ამასთან, ერდოღანის განმარტებით, მთელ მსოფლიოში არსად გამართულა არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა მისცა ხმა.

"ბიულეტენზე ამჯერად პოლიტიკური პარტიები არ არის და ფურცელი არც ერთი მეტრი სიგრძისაა. მხოლოდ ორი კანდიდატია და რადგან ჩვენი ხალხი მხოლოდ ამ ორს შორის აკეთებს არჩევანს, მჯერა, რომ დღევანდელი კენჭისყრა ძალიან სწრაფად დასრულდება. თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოწმენი ვართ. ამავდროულად, მსოფლიოს ისტორიაში არ არის სხვა პრეცედენტი, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას მოსახლეობის 90% იღებს," - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

დღის ამბები