26 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე, სხვადასხვა ადგილებში და ვუღოთ საცურაო და სავარჯიშო კოსტიუმებში ერთმანეთს ფოტოები - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე 26 მაისს გავრცელებულ ირაკლი კობახიძის ფოტოებს და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს ადამიანების პირად სივრცეში შეჭრაა და არასწორია.

"ირაკლი კობახიძე არ არის კონსტიტუციური თანამდებობის პირებს შორის და თქვენ ავალდებულებთ, რომ იქ იჯდეს აუცილებლად, არასწორია. მაშინ დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე, სხვადასხვა ადგილებში და ვუღოთ საცურაო და სავარჯიშო კოსტიუმებში ერთმანეთს ფოტოები, მაშინ არ იყოს ეს პირადი სივრცე და გავხსნათ ეს თემა," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები