26 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება, პირადი აღიარება და იმედგაცრუებული პუტინი - როგორ აღიქვეს მისი განცხადება თბილისში

პრემიერ-მინისტრმა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დამყარების მცდელობა სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა და პუტინის განცხადებაც ამას უკავშირდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა" , თავის დროზე, ფრენებისა და ვაჭრობის აღდგენას .

პრემიერის განცხადებით, რუსეთთან საქართველოს მთავრობას ახალა მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს. პრემიერ-მინისტრმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ომიდან რამდენიმე თვეში, წინა ხელისუფლებამ, კონკრეტულად თამაზ გაიაშვილს დაავალა რუსეთში ჩასვლა და პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკება.

ღარიბაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ფრენების გაუქმებაზე საუბარი ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტია. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ფრენების აღდგენა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

”ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორმა, დაადასტურა, რომ 2008 წლის ომამდეც და ომის შემდეგაც, წინა ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხის გასააქტიურებლად.

პუტინის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს მიხეილ სააკაშვილის პარტია, ისევე, როგორც დანარჩენი ოპოზიციონერები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი მმართველობის დროს, რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის, არც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ უსაფუძვლო ბრალდებებს ოპოზიცია მათ ხშირად უყენებს და ოპონენტების მიზნები რუსეთის ინტერესებს ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პუტინის გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო და მასზე თანხმობის არმიცემა ორმხრივ სანქციებს გამოიწვევდა. დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფრენების აკრძალვის და სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

განცხადებები მმართველი გუდის ლიდერებმა დიასპორის ფორუმზე გააკეთეს , რომელსაც თავად დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აზრი პირაპირი ფრენების აღდგენაზე მათაც გამოთქვეს. პირდაპირი ავიამიმოსვლა პუტინის 10 მაისის განკარგულებით გადაწყდა. პირველი რეისი კი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით 19 მაისს, ოპოზიციის აქციის ფონზე შესრულდა.

დღის ამბები