26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"მე რომ იქ ვცხოვრობ, მინდა, ჩემი დედმამიშვილი წავიყვანო, რატომ უნდა მჭირდებოდეს ვიზა, რომ ჩემს ოჯახს ვანახო ჩემი ცხოვრება?!" - რუსეთში მცხოვრები ქართველი

რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე დღეს დიასპორის ფორუმზე დამსწრეთა ნაწილმა ისაუბრა. აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მისასალმებელია.

"მე რომ იქ ვცხოვრობ, მინდა, ჩემი დედმამიშვილი წავიყვანო. რატომ უნდა მჭირდებოდეს ვიზა, რომ ჩემს ოჯახს ვანახო ჩემი ცხოვრება, ჩემი ცეკვები, ანსამბლი?! მამაჩემი, რომელმაც ანსამბლი დააარსა და აკეთებდა ქართულ საქმეს, 2007 წელს გარდაიცვალა. მის საქმეს ახლა შვილები და შვილიშვილები ვაგრძელებთ. დედა ვერ წამიყვანია, ჯერ ვიზა სჭირდება, პასპორტი, ბევრი რამ არის, თანხებზეც არის დამოკიდებული და დიდი სიამოვნებით წავიყვან ახლა," - განაცხადა რუსეთში მცხოვრებმა სოფიკო ლიპარტელიანმა

დღის ამბები