თავისუფლების დღის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ პავილიონებში ხალხმრავლობაა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა, პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინსტალაციასთან შეინიშნება.
ავიაციის ას წელთან დაკავშირებით გამოფენილია ავიაციის კოსტიუმები, დგას რეალური თვითმფრინავი, მისულ სტუმრებს შეუძლიათ მასში ჩაჯდომა და ფოტოების გადაღება.
სტუმრებს შორის ბევრი ბავშვია, მათთვის წელს ბევრი აქტივობა დაიგეგმა, მოწყობილია ატრაქციონები, ტკბილეულის კუთხე, ეწყობა სხვადასხვა შეჯიბრი დიდებისთვის კი 150-ზე მეტი მეწარმეა გამოსული ცენტრალურ მოედანზე - მოწყობილია ღვინის და კვების კუთხეები.