26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
პრეზიდენტის მესიჯები, რომელიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების გაყოფას ემსახურება, მიუღებელია - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისთვის შეუფერებელს უწოდებს.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის სიტყვა მიმართული იყო არა საზოგადოების გაერთიანებისკენ, არამედ მათი გაყოფისკენ.

"ძალიან სამწუხარო იყო და, ალბათ, უხერხულად მოსასმენი პრეზიდენტის მხრიდან ის განცხადებები, განსაკუთრებით არ იყო შესაფერისი დღევანდელი დღისთვის. დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ჩვენ ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომელიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ საზოგადოების გაყოფას ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. მე ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ, არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვაგვარი კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. ამ დროს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ინტერესების გასაძლიერებლად და სწორედ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე, ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები