26 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
7 გასროლა და დაჭრილი 26 წლის ყოფილი სპორტსმენი - რა მოხდა ვაკეში მდებარე კაფეში და რას ამბობენ თვითმხილველები

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში დღეს სროლა იყო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთს დამიზნებით ესროლა.

დაჭრილია 26 წლის გუგა ფირცახლავა, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, სხვა პიროვნებაში შეეშალათ. ასევე "კურიერისვე" ინფორმაციით, გუგა ფირცხალავა ყოფილი ფეხბურთელია. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული.

სროლა "სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის ბაშვები იმყოფებოდნენ.

თვითმხილველებმა სულ 7 გასროლის ხმა გაიგეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

გასროლამდე "სტრადაში" ჩხუბი და კამათი არ ყოფილა, ეს გავრცელებულ ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს. კადრებში ასევ ჩანს, როგორ გარბის ხალხის ნაწილი კაფედან, ნაწილი კი მაგიდის ქვეშ წვება. ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 

დღის ამბები